გრიგოლ ნემსაძე მარნეულის მოსახლეობას შეხვდა

0
636

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აქტიურად განაგრძობს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს. 

18 ივლისს გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან ერთად სოფლებში: იმირში, დამია, დამია გიურარხში, სადახლოსა და არაფლოში იმყოფებოდა. 
მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა  სოფლებში ამ ეტაპზე  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს და 2018 წელს დაგეგმილი პროექტები ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად განიხილეს. 
გუბერნატორმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია დასახლებებში არსებული საჭიროებების შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. 

NO COMMENTS