რა ქონებას ფლობს ქვემო ქართლის გუბერნატორი

0
1000

ქვემო ქართლის რწმუნებულ გუბერნატორმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია მიმდინარე წლის 14 ივლისს შეავსო. ვინაიდან გრიგოლ ნემსაძეს გუბერნატორობამდე საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია, ეს მისი პირველი დეკლარაციაა.

გრიგოლ ნემსაძე მეუღლესთან ნელი შენგელიასთან და შვილთან, ლიზა ნემსაძესთან ერთად ცხოვრობს.

ოჯახში უძრავ ქონებას მხოლოდ ბატონი გრიგოლი ფლობს, რომლის ჩამონათვალიც ასე გამოიყურება:
18, 58,30 კვ.მ და 84,07 კვ.მ კომერციული ფართები თბილისში ქუთაისის ქუჩაზე,  94,68 კვ.მ ბინა ასევე თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე, აგარაკი მცხეთაში 127,70 კვ.მ ფართით და ამავე მისამართზე მიწა 725,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ
ბიწმენდში, 1680,00 კვ.მ.

დეკლარაციის შევსების დროს, გრიგოლ ნემსაძეს ნაღდი ფულის სახით 10500,00 ლარის დანაზოგი და ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული 10000,00 დოლარი ჰქონდა.

გრიგოლ ნემსაძე შპს ალგანის 50% წილს ფლობს, საიდანაც გასულ წელს 125000,00 ლარის შემოსავალი მიიღო.

გასულ წელს ნემსაძეების ოჯახმა სხვადასხვა ხელშეკრულებიდან 10200,00 დოლარის, 6900,00; 55000,00; 24000,00 ლარის შემოსავლები მიიღო.

გრიგოლ ნემსაძეს “საქართველოს ბანკში” ანაბარზე 10000,00 USD დოლარი ერიცხება.

დეკლარაციის მიხედვით ოჯახი არ ფლობს ისეთ მოძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაც აღემატება 10 000 ლარს.

კომენტარები გამორთულია