რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი პირველი სკულპტურა დაიდგა

0
360

ცენტრალურ პარკში არსებულ ტბის ნაპირთან, ესპანელი მოქანდაკის, ამასიო გონსალესის სკულპტურული ნამუშევარი ,,ადამიანი ღამურა’’ დაიდგა.

ესპანელმა მოქანდაკემ რკინის კონსტრუქციაზე 10 დღე იმუშავა. ქანდაკების სიმაღლე ექვსი მეტრია, ხოლო სიგანე სამ მეტრს შეადგენს. ადგილი, სადაც სკულპტურა განთავსდა, ავტორმა თავად შეარჩია.

სკულპტურის დადგმის პროცესს ქალაქის მერი დაესწრო.

რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქალაქის ცენტრალურ პარკში, 11 ივლისს გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 8 ქართველი და 3 უცხოელი- ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები იღებენ.
სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 11 სკულპტურული ნამუშევრები ქალაქის ცენტრალურ პარკსა და ქუჩებში განთავსდება.

მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში პირველად, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები გამორთულია