საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

0
5149

საქართველოში აცრა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიები სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე მიმდინარეობს. თუ იმუნიზაციის კომიტეტი სავალდებულო ვაქცინაციის საკითხზე შეთანხმდება ის ინიციატივის სახით საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

პაატა იმნაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა. იმნაძემ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ-ში აუცრელ ბავშვებს სკოლაში არ იღებენ.

იმნაძის ინფორმაციით, სავალდებულო აცრა საფრანგეთმაც დააწესა და საჯარიმო სანქციები აამოქმედა.

კომენტარები გამორთულია