ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე ტურისტული ზონა – მსოფლიო დონის ატრაქცია მოეწყობა

0
475

საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა – „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება.
ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე – კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის.
ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროცესში მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი, პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეებს მიენიჭებათ, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება.
წინასწარი გათვლებით, ეს ტურისტული ზონა საკმაოდ შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს.

ენგურჰესის ტურისტული ცენტრის პროექტის პრეზენტაცია ვრცლად იხილეთ:http://gov.ge/s/68743

კომენტარები გამორთულია