მცირეწლოვანი ბავშვი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

0
1275

უბედური შემთხვევა თუ ექიმების დაუდევრობა – სამედიცინო ცენტრ “თერჯოლა-მედიში” ორწლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ, რის გამოც ისინი მთელი ღამის განმავლობაში კლინიკასთან იყვნენ შეკრებილი.

მათი თქმით, 2 დღის წინ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამო საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება. მედიასთან კომენტარზე უარს აცხადებს კლინიკის ადმინისტრაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილე ექიმები დაკითხვაზე იმყოფებიან.

„ვიღაც პრაქტიკოსი მოუყვანიათ ვინც გაუკეთა ნარკოზი, ზედმეტი დოზით. დაგვღუპეს, დაიმალნენ, კარები ჩაგვიკეტეს. სახლი გაამზადეთ და ბავშვს მიხედეთო. იმდენი პოლიცია იყო, თურმე ბავშვი მომკვდარა,“-განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ, ეკატერინე ბააკაშვილმა.

სყარო: რუსთავი 2

კომენტარები გამორთულია