ქვემო ქართლის გუბერნატორმა დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

0
541

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და დმანისის გამგებელმა, გოგი ბარბაქაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

გუბერნატორი ადგილზე გაეცნო ქალაქ დმანისში სპორტული დარბაზისა და სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მოინახულა კიროვისისა და ირგანჩაის სოფლებში გზის საფარის დაგების პროცესი.

ასევე მხარის პირველმა პირმა გრიგოლ ნემსაძემ დაათვალიერა პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და ადგილობრივი ხელისიფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების შესახებ იმსჯელა. 

NO COMMENTS