„რომ არა საზოგადოების გულგრილობა ოჯახური ძალადობის მიმართ, 25 წლის ანა ლომაშვილი ცოცხალი იქნებოდა”

0
1232

„რომ არა საზოგადოების გულგრილობა ოჯახური ძალადობის მიმართ, დღეს ჩემი ბიძაშვილი 25 წლის ანა ლომაშვილი ცოცხალი იქნებოდა…. ის ჯერ სასტიკად ნაცემ- ნაწამებია და შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში აბაზანაში ჩამომხვრჩალი ნახეს…..”- წერს მსახიობი მამუკა ლომაშვილი სოციალურ ქსელში.

4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 25 წლის ანა ლომაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სხდომა ბრალდებულის მხარის მოთხოვნით, დახურული იყო.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ვარკეთილში საზარელი შემთხვევა მოხდა, ერთი ვერსიით, ანა ლომაშვილი ყოფილი მეუღლის სახლში დილის 5 საათზე, აბაზანაში ძაღლის ჯაჭვით ჩამომხრჩვალი იპოვნეს. თავდაპირველად, თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაცია მიენიჭა საქმეს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები მაშინვე ანა ლომაშვილის მკვლელობაზე ალაპარაკდნენ. აღმოჩნდა, რომ მიცვალებულს სხეულზე ცემის და წამების კვალი ეტყობოდა, შუბლის მხარე ჩატეხილი ჰქონდა.

„სოლიდარობის სახლის“ დირექტორი თამარ ლომიშვილი  აცხადებდა, რომ პანაშვიდზე მისულებს საშუალება არ მიეცათ ცხედარს მიახლოებოდნენ: ,,გადაგვიდგნენ წინ ანკას ქმრის ნათესავები და მისი ნარკომანი ძმაკაცები, ახლოს არ გვიშვებდნენ, ისეთი აგრესიულები იყვნენ, გავგიჟდით, როცა დავინახეთ, რომ ანკას შუბლზე და ,,კასინკა” ჰქონდა წაკრული, ჩატეხილი შუბლი რომ არ გამოჩენილიყო, ეს ანგელოზივით გოგო ლამის პიჟამოსნაირი ,,კაპიშონიანი” სპორტულებით დამარხეს, ძალიან საეჭვოდ და უცნაურად… ის გარეწარი, მისი ქმარყოფილი ახლოსაც არ მისულა, არ თუ ვერ დაემშვიდობა თავის შვილის დედას …. მათ პატარა ბიჭი ჰყავთ. გოგოს არავინ ყავდა, უმამოდ გაზრდილი იყო, იყო უსათნოესი და უჭკვიანესი, მარტო გამზრდელი იბრძვის, დედა ალკოჰოლდამოკიდებულია…”
ანა ლომაშვილის ახლობლები მაშინ საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვდნენ, გამოძიება და პროკურატურა პრესას და ყველა დაინტერესებულ პირს პასუხობდა, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. დროში გაიწელა ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა როცა გამოქვეყნდა, იქ დადასტურებული იყო, რომ მიცვალებული ნაწამებია, სიკვდილი კი ასფიქსიის შედეგად დადგა. რამოდენიმე ხანში ანა ლომაშვილის ყოფილი ქმარი გიგი კორძახია დააპატიმრეს.
არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ ანა ლომაშვილი ჯერ აწამეს და კვალის დაფარვის მიზნით თვითმკვლელობის ინსცენირება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გიგი კორძახიას თანამზრახველები და თვითმხილველები ჰყავს, თუმცა გამოძიება მაინც 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარიმართა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, (რადგან გამოძიება და პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს) ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მოსამზადედელ მოსმენაზე კორძახიას ერთ მეგობარს და სავარაუდო თანამძრახველს უთქვამს – ჩემი თვალით დავინახე, გიგიმ ანკა როგორ ჩამოკიდა ჯაჭვითო, თუმცა როგორც გავიგეთ, შემდეგ მას უარყვია ეს ნათქვამი….
ანა ლომაშვილის ნათლია თავიდანვე ითხოვდა, რომ ის გამოძიებას დაზარალებულად ეცნო, მაგრამ უარი მიიღო ამ მოთხოვნაზე, ანა ლომაშვილს ოთხი წლის ვაჟიშვილი დარჩა, „სოლიდარობის სახლის“ დირექტორი თამარ ლომაშვილი გუშინ ფეისბუქზე წერდა: – სანდო წყაროს ინფორმაციით, ანას შვილზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გარდაცვლილ დედაზე ბავშვს უყვებიან გამოგონილ უარყოფით ისტორიებს, რათა შვილმა შეიძულოს დედა… (წყარო: „ალია”)

“ცოლი უყვარდა და ვერ მოკლავდაო” სამაგიეროდ ისე სცემა რომ ძალადობის კვალი ოთხივე კიდურზე აღენიშნენოდა, ასევე თვალთან, ცხვირთან , ტუჩთან,თითებზე, შუბლზე. საფეთქელთან საკმოდ დიდი მოცულობა ჩალურჯებული კიარა ჩაშავებული ქონდა…. ესეც არ აკმარა და შუბლში ბლაგვი -წვეტიანი საგანი ჩაარტყა ისე რომ ხორცი ამოეგლიჯა , გული წაუვიდა და გონება დაკარგა…ეს ყველაფერი 4 წლის ბავშვის თანდასწრებით მოხდა…. ” ცოლი უყვარდა და ვერ მოკლავდაო” მოასულიერეს თურმე , მერე ანას წასვლა უნდოდა , ნასვამი იყო და არ გაუშვა შეეშინდა ავარია არ გაეკეთებინა… და მერე ჩაეძინა ბავშვთან ერთად….. ამ დროს ანა “თავს იხრჩობს აბაზანაში”…. ბევრ დეტალს აღარ დავწერ ყველაფერი ცხადი გახდება ძალიან მალე!!!! მკლელი უნდა დაისაჯოს!!!
სავრუდოდ მკვდარი ეგონათ და თვითმკვლელობის ვერსია გითამაშეს… არადა ნაწამები, გონება დაკრგული მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი გოგო ჩამოკიდეს….” – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ბიძაშვილი, მსახიობი მამუკა ლომაშვილი.

 

კომენტარები გამორთულია