ბოლნისში გაფიცული მედპერსონალის საკითხით გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი დაინტერესდნენ

0
292

შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკის მენჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ხვდებიან.

შეგახსენებთ,  დღეს დილიდან შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკაში მისული პაციენტები მომსახურებას ვერ იღებენ. მიზეზი თანამშრომლების პროტესტია, რომელიც სახელფასო დავალიანებით არის გამოწვეული. პირად საუბრებში მედიკოსები აცხადებენ, რომ მენეჯმენტს მათი 5 თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს, თუმცა ღიად საუბრისგან თავს იკავებენ. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს კლინიკის ადმინისტრაცია. როგორც ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ჩვეულებრივ მუშაობს ცენტრის მიმღები, გაფიცულები არიან მხოლოდ პოლიკლინიკის თანამშრომლები.

„ტელეგრაფი” შეეცადა კლინიკის მენეჯმენტთან დაკავშირებას, სატალეფონო საუბარში წარმომადგენელი დაგვპირდა  რომ სიტუაციაში გაერკვეოდა და კომენტარს ერთ საათში გააკეთებდა, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. რაც შეეხებათ გაფიცულ თანამშრომლებს, ისინი კომენტარს არ აკეთებენ, რასაც პირად საუბარში სამსახურის დაკარგვის შიშით ხსნიან.

კომენტარები გამორთულია