ბოლნისში პოლიკლინიკის თანამშრომლები გაიფიცნენ

0
377

„გუშინ ანალიზი ჩავაბარე, დღეს მოვედი და პაუხს ვერ ვიღებ, გაფიცულები არიან”- განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა bolnisi.ge-სთან საუბარში.

დღეს დილიდან შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკაში მისული პაციენტები მომსახურებას ვერ იღებენ. მიზეზი თანამშრომლების პროტესტია, რომელიც სახელფასო დავალიანებით არის გამოწვეული. პირად საუბრებში მედიკოსები აცხადებენ, რომ მენეჯმენტს მათი 5 თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს, თუმცა ღიად საუბრისგან თავს იკავებენ. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს კლინიკის ადმინისტრაცია. როგორც ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ჩვეულებრივ მუშაობს ცენტრის მიმღები, გაფიცულები არიან მხოლოდ პოლიკლინიკის თანამშრომლები.

წყარო: bolnisi.ge

კომენტარები გამორთულია