საქართველოდან, მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, ონლაინ შოპინგზე 81.9 მილიონი ლარი დაიხარჯა

0
234

საქართველოს მოქალაქეები ონლაინ შოპინგზე საშუალოდ 111 ლარს ხარჯავენ. როგორც საზოგადოებრივს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ბოლო წლების სტატისტიკით, ქვეყნიდან ონლაინ შესყიდვებზე დახარჯული თანხა იზრდება. კერძოდ, 2015 წელს ამ მიზნით, საქართველოდან უცხო ქვეყნებში 86 მილიონი ლარი გადაირიცხა, 2016 წელს 140 მილიონი ლარი, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემით 81.9 მილიონი ლარი. საქართველოში ამანათები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან შემოდის. ასევე მილიონს უტოლდება გამოწერილი ამანათების ღირებულება საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და არაბთა გაერთიანებულ ემირატებიდან.

დღეს მოქმედი კანონით, თუ გამოწერილი ნივთის ღირებულება 300 ლარზე მეტია, ის განბაჟებას ექვემდებარება. იბეგრება დღგ-ის 18%-ით გარკვეული დასახლების საქონელი. მაგალითად პლასტმასი და პარფიუმერია შესაძლებელია დაიბეგროს დამატებით იმპორტის გადასახადით, რომელიც ღირებულების 12%.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ონლაინ ვაჭრობის მოცულობა 3 ტრილიონ დოლარს უტოლდება. საშუალოდ ყველაზე მეტს, ონლაინ შოპინგზე 1800 დოლარს რიგითი ამერიკელი ხარჯავს.

ონლაინ გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY