უპრეცენდენტო კანონი ბებიებისთვის

0
542

ბავშვების მოვლა – ეს ყველაზე დიდი პრობლემაა დასაქმებული დედებისთვის. ძალიან ხშირად პატარებზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა უფროს თაობაზე, ბებიებზე გადადის. ამიტომ თურქეთის მთავრობამ საუკეთესო კანონი მიიღო, რომელიც შესანიშნავ მოტივაციას აძლევს ბებიებს შვილიშვილების მოვლისთვის.

თურქეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც საუკეთესო კანონი მიიღო ბებიებისთვის, იუწყება საიტი al-monitor.com.

ქვეყნის ხელისუფლებამ შეიმუშავა იმ ქალბატონების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, რომლებიც 3 წლამდე შვილიშვილებს ზრდიან. პროგრამა ასეთი ბებიებისთვის ხელფასების დანიშვნას ითვალისწინებს.

პროექტი თავდაპირველად თურქეთის ორ პროვინციაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე ათას ოჯახს მოიცავს. თუ 6 თვის შემდეგ ის დადებით შედეგებს აჩვენებს, კანონი ბებიების შესახებ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება და მთლიანობაში 500 ათას ბებიას შეეხება.

ბებიების კანონი პენსიონერებს, რომლებიც თვეში დაახლოებით 240-250 აშშ დოლარს იღებენ პენსიის სახით, დამატებით შემოსავალს გაუჩენს – თანაც შინიდან გაუსვლელად.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY