უცხოური ინვესტიცია დმანისში

0
220

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, დმანისის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის დარგში, ლატვიელების მიერ განხორციელებულ ინვესტიციას გაეცნო.

გუბერნატორთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

უცხოელმა ინვესტორებმა ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით დმანისის ტერიტრიაზე, 500 ჰექტარ ფართობზე, მესაქონლეობის ფერმა მოაწყო და პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე 350 სული სახორცე – ,,ყალმუხური“ ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი ჩამოიყვანა.

ადგილზე ათამდე ადგილობრივია დასაქმებული და როგორც ინვესტორი ამბობს, სამომავლოდ ინვესტიციის ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით მსგავსი ტიპის მსხვილი ინვესტიცია მესაქონლეობის დარგში აქამდე არ განხორციელებულა.

კომენტარები გამორთულია