​რუსთავის პარკთან მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ზებრა მოიხატა

0
465

რუსთავის პარკთან მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ზებრა მოიხატა.

 ღონისძიებაში ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიმდინარე პროექტის მოზარდი ბენეფიციარები, ასევე, საქართველოს კარიტასის რუსთავის დღის ცენტრით მოსარგებლე ბავშვები. 

აღნიშნული აქტივობა ორგანიზებული იყო „სიდას“ და UNDP-ის პროექტის – FutureMakers მიერ,  ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, ადგილობრივი მერიის და საპატრულო პოლიციის მხარდაჭერით.
აქტივობის მიზანია პროექტში ჩართული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქუჩაში მოძრაობის წესების შესახებ, ასევე, ქალაქის მოსახლეობისთვის პარკამდე მისასვლელი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

კომენტარები გამორთულია