Linkin Park-ის სოლისტი ჩესტერ ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

0
301

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის Linkin Park-ის სოლისტი ჩესტერ ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბენინგტონმა თავი მოიკლა.

ამერიკული მედია სუიციდის სავარაუდო მიზეზზე არაფერს წერს, თუმცა, ცნობილი ტაბლოიდები და ბლოგერები, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებში კრის კორნელის თვითმკვლელობას იხსენებენ, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და რომელიც ჩესტერ ბრენინგტონის ახლო მეგობარი იყო. დღეს სწორედ კრის კორნელის დაბადების დღეა.

ამერიკული როკ-ჯგუფი Linkin Park 1996 წელს შეიქმნა. ბენდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპასა და ამერიკაში. ჯგუფმა ორი ალბომი გამოუშვა: No Sun Today და Wake Me.

კომენტარები გამორთულია