რუსთავის კორპუსიდან გათავისუფლებულმა ორმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

0
2229

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაია გიგაურმა მოსარჩელე თემურ მჭედლიშვილის და ალეკო ზაკაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეები რუსთავის ააიპ კორპუსისგან სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაბათილებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მოსამართლემ არაკანონიერად მიიჩნია რუსთავის კორპუსის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მოპასუხეს ორივე მოქალაქის მიმართ კომპენსაციის სახით 10 080- 10 080 ლარი დააკისრა. რაც შეეხება სამსახურში აღდგენის საკითხს ვინაიდან, გათავისუფლებული თანამშრომლების შტატები გაუქმებულია მათი სამსახურში დაბრუნება ვერ მოხდება. 

საგულისხმოა, რომ მოსარჩელეების ამ დრომდე არსებული იძულებითი განაცდური 1800 – 1800 ლარს შეადგენდა.

რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ რუსთავის კორპუსს, რუსთავის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლია. 

კომენტარები გამორთულია