დაკავებული რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტის საქმე გადაკვალიფიცირდა

0
1100

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებული რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტის საქმე გადაკვალიფიცირდა. 

ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა როინ მოსეშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გამოძიება არა ქრთამის აღების, არამედ თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. 
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები თავს დანაშავედ არ ცნობენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. 
სისხლის სამართლის კოდექსის 180- ე მუხლის მესამე ნაწილი, რაც თაღლითობას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. 
ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი 13 ასურელი მამის ადმინისტრაციულ ოლქში აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე სუს-მა გუშინ დააკავა. გამოძიება ორივე მათგანს პირველ ეტაპზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდა. 

კომენტარები გამორთულია