ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელები

0
3387

გარეული ცხოველების შვილები:
სპილოს შვილი – სპლიყვი;
ციყვის შვილი – დღნაჩვი;
ირმის შვილი – ნუკრი; ბიჟინა;
შვლის შვილი – ნუკრი; ბიჟინა;
ჯიხვის შვილი – ფოთრი;
კურდღლის შვილი – ბაჭია; ბაცაცი;
თაგვის შვილი – წრუწუნა; ღლაპი;

მტაცებელი ცხოველების შვილები:
ჯიქის, ლომის, ვეფხვის შვილი – ბოკვერი
მგელის, ტურას, მელას შვილი – ლეკვი;
დათვის შვილი – ბელი;

გარეული ფრინველების შვილები:
ყვავის შვილი – ბახალა;
ხოხობის, კაკაბის, გნოლის, დურაჯის, როჭოს, შურთხის და სხვა ამდაგვარი ფრინველების შვილი – ლაპი;
ბეღურას, მერცხალის და სხვა წვრილი ჩიტების შვილი – ბარტყი;
მტრედის შვილი – ხუნდი;
მწყერის შვილი – ჩოჩორი;
ფარშავანგის შვილი – “ნამლევი”
ბუს შვილი – “ღლაპი”

მტაცებელი ფრინველების შვილები:
არწივი, მიმინო, ქორი, შავარდენი და სხვა მტაცებელი ფრინველების შვილი – მართვე
ყველა საბაზიერო ფრინველის მართვეს ჰქვია – ქულა

შინაური ცხოველების შვილები:
ძროხის შვილი – ხბო;
კამეჩის შვილი – ზაქი;
ცხენის შვილი – კვიცი;
ვირის შვილი – ჩოჩორი; მუტრუკი;
აქლემის შვილი – კოზაკი;
თხის შვილი – თიკანი;
ცხვარის შვილი – ბატკანი; კრავი
ღორის შვილი – გოჭი
ძაღლის შვილი – ლეკვი;
კატის შვილი – კნუტი;

შინაური ფრინველების შვილები:
ქათმის შვილი – წიწილი;
ბატის, ინდაურის შვილი – ჭუკი
იხვის შვილი – ჭუკი; ბჟიტი;

ქვეწარმავლების შვილები:
გველის შვილი – წიწილი;

წყლის ბინადრების შვილების:
თევზის შვილი – ლიფსიტა;
ლოქო – ღლავის შვილი – ღლაბუტა

NO COMMENTS