რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

0
1175

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებული რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ქალაქ რუსთავის მერიის თანამშრომელი ა. წ. და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გ. ნ. სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 21 ივლისს დააკავა. მათ მიმართ გამოძიება თავდაპირველად ქრთამის აღების ბრალდებით დაიწყო, თუმცა გუშინ საქმე გადაკვალიფიცირდა და დღეისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 180- ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე ვადით.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები თავს დანაშავედ არ ცნობენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

NO COMMENTS