რუსთავის მერის წარმოამადგენელსა და სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

0
856

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მერის წარმოამადგენელს და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე, მერაბ ჯორბენაძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. დაკავებულების ადვოკატები პატიმრობის სანაცვლოდ 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვნდნენ, თუმცა მოსამართლემ მოპასუხე მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
ქალაქ რუსთავის მერიი წარმომადგენელი ა. წ. და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გ. ნ. სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 21 ივლისს დააკავა. მათ მიმართ გამოძიება თავდაპირველად ქრთამის აღების ბრალდებით დაიწყო, თუმცა გუშინ საქმე გადაკვალიფიცირდა და დღეისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 180- ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე ვადით.

დაკავებულები თავს დანაშავედ არ ცნობენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

NO COMMENTS