იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს

0
297

2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდა დაიწყო. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბარდება სამი სახის გამოცდა:

  • გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
  • გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
  • გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.
საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის
მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა.
გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
  • ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

იარაღის გამოცდის ტესტები:

კომენტარები გამორთულია