პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს

0
63

პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ის პრეზიდენტს დღესვე მიმართავს.
კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტს აქვს დარჩენილი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული, მათ შორის საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ა.შ.

კომენტარები გამორთულია