რუსთავში 35 წლის მამაკაცს ეძებენ

0
1138

რუსთავში 35 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ალიკა ბელიანცი სახლიდან 12 ივლისს დღის სამის ნახევარზე საცხოვრებელი სახლის ეზოდან გავიდა, სამი საათიდან კი მასთან სატელეფონო კავშირიც გაწყდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავში მერვე მიკრორაინში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

როგორც ოჯახის ნათესავი აცხადებს, დაკარგულ მამაკაცს თან არც საფულე და არცერთი დოკუმენტი არ ჰქონდა. მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ოჯახს ვერსიები არ აქვს. მათ უკვე მიმართეს პოლიციას. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესული შეტყობინების საფუძველზე შექმნილია სამძებრო საქმე და დაკარგულის მოსაძებნად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

 

კომენტარები გამორთულია