საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს

0
114

“ეს არ არის დაძლევა დაძლევისათვის, ისევე როგორც მგონია, რომ ვეტო ვეტოსათვის არ ყოფილა. სერიოზულად იფიქრა. დარწუნებული ვარ, პრეზიდენტმა, ვფიქრობ, პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე არის გამართული ყველანაირად და არა მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით – ეს არის რაციონალური გადაწყვეტილბა მიღებული იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია,”- განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელეს და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს მოუსმინეს.

 

კომენტარები გამორთულია