24 – 30 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

0
1976

24 – 25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსი იქნება. 26 ივლისს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. 27 – 28 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე მოიმატებს. 29 – 30 ივლისს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 27 – 29 ივლისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება. 30 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

კომენტარები გამორთულია