25 ივლისს რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0
1123

მიმდინარე წლის 25 ივლისს, 01:30 საათიდან, 08:00 საათამდე ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს. ენერგომომარაგების შეწყვეტის მიზეზი მე-11 მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული 110 კ/ვ გადამცემი ხაზის საყრდენის აღდგენითი სამუშაოებია.

01:30 საათიდან 02:30 საათამდე, ენერგო მომარაგება შეუწყდება მარცხენა სანაპიროს და მარჯვენა სანაპიროზე მე-11 მკ/რ, მე-12, მკ/რ, მე-16 მკ/რ, მე-17 მკ/რ, მე-19 მკ/რ ,მე-18 მკ/რ-ებს.

კომენტარები გამორთულია