​ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღანელ პირებს შეხვდა

0
237

მიმდინარე წლის 25 ივლისს ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი ეზეკი ინწკირველი – ჩხეიძე ზამთრის სეზონისათვის გამოყოფილი ტყეკაფების ადგილმდებარეობისა და არსებული რესურსის რაოდენობის დადგენის მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ეზეკი ინწკირველი – ჩხეიძე

– მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. რეგიონების მასშტაბით ტყეკაფების გამოყოფა და ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ქვემო ქართლის სატყეო სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

კომენტარები გამორთულია