სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას დავით საყვარელიძე ადასტურებს

0
406

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას დავით საყვარელიძე ადასტურებს.

„ვფიქრობ, ვრცელი კომენტარი ზედმეტია. ნათელია, რომ უკრაინამ მორიგი „იანუკოვიჩი“ მიიღო – უბრალოდ ინგლისურენოვანი.

დიდი ხანია ყველასთვის ნათელია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება – უკრაინა გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ზღვარზეა. კაცი, რომელიც ამ ყველაფერზე ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს უკრაინის მოქალაქეობისა და ქვეყანაში შესვლის უფლების გარეშე დარჩა.

მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს – Рух Новых Сил Михаила Саакашвили. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ეს ეს პეტრო პოროშენკოს დასასრულთან გვაახლოებს.

ჩვენ შემდგომი ერთობლივი მოქმედებებისთვის შტაბის შექმნაზე ვთანხმდებით.

ვინ არის ჩვენთან ერთად სიმართლის მხარეს?” – წერს საყვარელიძე.

კომენტარები გამორთულია