სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

0
421

რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. საინფორმაციო საშულებები ინფორმაციას რადას რადიკალური პარტიის დეპუტატის იგორ მოსიუჩუკის “ფეისბუქ” სტატუსზე დაყრდნობით ავრცელებენ:

“მე მიდასტურებენ: ეს სიმართლეა-ქართველ იანუკოვიჩს, მიხო სააკაშვილს უკარინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ამას ადასტურებს ის, რომ პრეზიდენტ პოროშენკომ როგორც იქნა დაიწყო საკუთარი შეცდომების აღიარება” წერს მოსიუჩუკი.

აღსანიშნავია, რომ პირველად სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილმა პრესსპიკერმა და ასევე შს მინისტრის არსენ ავაკოვის ყოფილმა მრჩეველმა სტანისლავ ვეჩინსკიმ გაავრცელა. სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს მიიღო.

წყარო: pirveliradio.ge

 

კომენტარები გამორთულია