ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

0
630

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ელექტროსისტემის მოწესრიგების მიზნითა და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავების გამო, მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება.
„26 და 27 ივლისს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, აღნიშნული გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო 28 და 29 ივლისს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, აღნიშნული გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები გამორთულია