ფარგლებში სამედიცინო მომსახურება კიდევ 24 რუსთაველს დაუფინანსდა

0
712

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული, სათათბირო–საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება 24 რუსთაველს დაუფინანსდა.

„მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა“ ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს. პროგრამით ფინანსდება გეგმიური ქირურგიული მომსახურება, კარდიოქირურგიული მომსახურება, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონალური მკურნალობა, კომპიუტერული გამოკვლევები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო  ქულის მქონე მოქალაქეებისთვის, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების, ან კერძო დაზღვევის მეშვეობით.

2017 წლის 6 თვის მონაცემებით, პროგრამით  უკვე ისარგებლა 800-მა ბენეფიციარმა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 000 ლარი დაიხარჯა.

რუსთავის მუნიციპალიტეტში წელს სულ 24 სოციალური პროგრამა ხორციელდება. 6 თვის განმავლობაში, პროგრამებით 20 908 –მა რუსთაველმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1მლნ. 361 955. 36 ლარი გამოიყო.

NO COMMENTS