„ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია

0
3659

როგორც „ტელეგრაფს” სანდო წყარომ აცნობა, ქვეყნის მასშტაბით 99% მერობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. კანდიდატებიდან უმრავლესობა მოქმედი მერი/გამგებელი არ არის. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნება” ახალ სახეებზე აკეთებს აქცენტს. კულუარული ინფორმაციით, ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიც. 7 მუნიციპალიტეტიდან მოქმედი გამგებელები მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში დასახელდებიან კანდიდატებად, ბოლნისში დავით შერაზადიშვილი და გარდაბანში გოჩა ჯამარაული. რაც შეეხება ახალ სახეებს, ამ ეტაპზე ჩვენთვის მხოლოდ რუსთავის მერობის კანდიდატია ცნობილი და ის ირაკლი ტაბაღუაა.

კანდიდატების წარდგენის ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY