ბოლნისის მუნიციპალიტეტი სკაუტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება

0
286

ფოლადაურის ხეობაში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2017“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სკაუტური გუნდები ერთმანეთს მისასალმებელი სიტყვებით გაეცნენ. 
წელს ბანაკი სულ 400 სკაუტერს მოემსახურება, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების გაღვივებას. მოეწყობა ლაშქრობები, სხვადასხვა სახის აქტივობები და ასევე გაიმართება ტრენინგები.
ბანაკის გახსნის ცერემონიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე , „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია“ სტრატეგიული განვითარებისა და ფონდების მოძიების მენეჯერი ირინა ფრუიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით ფოლადაურში საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ბანაკის ხანგრძლივობა 8 დაუვიწყარ დღეს მოიცავს .ამ დღეებში ასევე ელოდებიან ტურისტებს გერმანიდან, შვეიცარიიდან და პოლონეთიდან.

კომენტარები გამორთულია