თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულებს შორის, საქართველოს ორი მოქალაქეა

0
2080

თურქეთის პოლიციამ პროსტიტუციის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. ანტალიის რეგიონში, ალანიაში სამართალდამცველებმა ოპერაცია წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ჩაატარეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქეა. 

20 და 22 წლის გოგონები საქართველოდან, უზბეკეთის მოქალაქეებთან ერთად აიყვანეს. დაკავებულებს თურქეთიდან სავარაუდოდ, დეპორტაცია ელოდებათ.

კომენტარები გამორთულია