ისლანდიაში რუსთაველი ნიკა ბრეგაძის სამძებრო სამუშაოები ხვალიდან განახლდება

0
967

ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერზე დაკარგული 22 წლის რუსთაველი ნიკა ბრეგაძის სამძებრო სამუშაოები ხვალიდან განახლდება. თუმცა, საქართველოს ელჩი ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნიკა ბეგაძის პოვნის შანსი მინიმალურია.

“ტელეგრაფი” ნიკას დას ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ არანაირი ახალი ინფორმაცია არ აქვთ. 30 ივლისს ისლანდიაში ოჯახის წევრები გაემგზავრებიან და ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას.

უბედური შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ჩანჩქერზე სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული, რადგან პარკში მის მანქანასთან ნაპოვნია ანკესები, ასევე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთები.

კომენტარები გამორთულია