რუსთაველი აბიტურიენტები, რომლებმაც ზოგად უნარებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

0
36493

2017 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური – 80 ქულა ვერცერთმა აბიტურიენტმა ვერ მიიღო. როგორც ზოგადი უნარების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე აცხადებს, წელს მაქსიმალური ქულა 79 იყო, რომელის აღებაც 8 აპლიკანტმა მოახერხა. მისივე თქმით, უნარების მესამე ვარიანტი ყველაზე რთული აღმოჩნდა აბიტურიენტებისთვის.

„ტელეგრაფის” ინფორმაციით 79 ქულა ვერცერთმა რუსთაველმა აბიტურიენტმა ვერ მიიღო, თუმცა 78 ქულა მიიღო რუსთავის მეორე სკოლის კურსდამთავრებულმა შერმადინ ოსაძემ. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა მესამე (რთული) ვარიანტი წერა. შერმადინ ოსაძე მაღალ ქულებს ელოდება სხვა გამოცდებიდანაც და ის „საქართველოს ბანკის” უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას ეკონომიკური მიმართულებით.

78 ქულა აიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის №24-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა ცერცვაძემ, რომელიც ასევე მაღალ შედეგებს ელოდება სხვა გამოცდებიდანაც და ის სწავლის გაგრძელებას თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე აპირებს.

მონაცემები არ არის მოპოვებული ოფიციალური წყაროთი და შესაძლოა მსგავსი შედეგის მქონე აბიტურიენტი რუსთავში კიდევ იყოს. „ტელეგრაფი” მზად არის კვლავ დაუთმოს გვერდი წარმატებულ ახალგაზრდებს. თუ თვლით, რომ თქვენს გარშემო ასეთი ადამიანები არიან, შეგვატყობინეთ.

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 571083675

კომენტარები გამორთულია