რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

0
1077

რამდენიმე წუთის წინ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მერსედესის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო სამსახურები. ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. 

როგორც ავტომობილის მძღოლმა “ტელეგრაფთან” საუბარში განაცხადა, ავტომობილი გაჩერებული, გამორთულ მდგომარეობაში იდგა და მასში არვინ იჯდა.

NO COMMENTS