ურეკში, ქარმა წყლის ველოსიპედით ზღვაში გასული დამსვენებლები გაიტაცა

0
1464

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ურეკში, ახალგაზრდა ქალბატონი და მასთან ერთად მყოფი 3 ბავშვი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა წყლის ველოსიპედით სასეირნოდ გასული დამსვენებლები გაიტაცა, რის გამოც უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ისინი სანაპირო ზოლზე პატრულირების დროს შენიშნეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ განახორციელეს სამაშველო ოპერაცია.

რამდენიმე წუთში, განსაცდელში მყოფი ქალბატონი, სამივე არასრულწლოვანთან ერთად, წყალზე მაშველებმა ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY