ქემერში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

0
789

თურქეთის კურორტ ქემერში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ თურქული გამოცემა Haber Turk წერს. 

როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა და სასტუმროს დანარჩენ ნაწილსაც მოედო.

ამ დროისთვის, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. 

თურქული მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ხანძრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

კომენტარები გამორთულია