თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

0
337

თურქეთში, იალოვას რეგიონში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც თურქული მედია იტყობინება, იალოვას რეგიონის პოლიციამ, დევნის ოპერაციის შედეგად, სამი პირი დააკავა, რომლებსაც ძვირფასეულობისა და ტექნიკის ქურდობაში ადანაშაულებენ. 

32-34 წლამდე ასაკის სამი მამაკაცის დაპატიმრების ორდერი პროკურატურამ გასცა. პოლიცია ეჭვმიტანილების მანქანის გაჩერებას შეეცადა, თუმცა ისინი სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ.

ავტომობილის გაჩერება მხოლოდ დადევნებისა და იარაღის მუქარით მოხერხდა. მომხდარი პოლიციელებმა კამერებით დააფიქსირეს. 

ავტომობილიდან პოლიცამ მოპარული ძვირფასეულობა და ტექნიკა ამოიღო. დაკავებულებს ქურდობის მუხლით წაუყენებენ ბრალს.

კომენტარები გამორთულია