მგლებმა 70 წლის მამაკაცი დაგლიჯეს

0
1998

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში თანასოფლელებმა მგლებისგან დაგლეჯილი 70 წლის მამაკაცი იპოვეს. ცხედარი ვენახში მდგარ საყარაულო ჯიხურში აღმოაჩინეს. 

თვითმხილველების თქმით, მგლებმა ჯერ დარაჯის ძაღლები დაგლიჯეს, შემდეგ კი ფანჯრიდან საყარაულო ჯიხურში შეღწევა მოახერხეს და მამაკაცი დაგლიჯეს. 

მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. 

სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მგლების შემოსევას რამდენიმე კვირის წინაც უჩიოდა.

NO COMMENTS