სად განთავსდება სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადებული კიდევ ერთი მონუმენტი

0
242

რუსთავის საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადებული მეორე მონუმენტი რუსთავში, იუსტიციის სახლისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარედ განთავსდება.

„კარიბჭე” – ასე ჰქვია მონუმენტს, რომელიც ფრანგმა მოქანდაკემ ნიკოლაი ფლესინგმა დაამზადა.

შეგახსენებთ, სიმპოზიუმში 8 ქართველი და სამი უცხოელი – ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკე მონაწილეობს.

სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადდება 11 სკულპტურა, რომელიც გასულ წელს დამზადებულ ნამუშევრებთან ერთად ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება.

ცენტრალურ პარკში არსებულ ტბის ნაპირთან, ესპანელი მოქანდაკის, ამასიო გონსალესის სკულპტურული ნამუშევარი ,,ადამიანი ღამურა’’ გასულ კვირას დაიდგა.

კომენტარები გამორთულია