ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ლიფტების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

0
1358

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, მრავალსართულიან საცხოვრებელ
კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოების შესასყიდად მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა დაბა კაზრეთში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში ძველ ლიფტებს ახლები ჩაანაცვლებს.

ახალი ლიფტები შემდეგ მისამართებზე მოეწყობა:

1 N9/4 საცხოვრებელი კორპუსის N1 სადარბაზო
2 N9/3 საცხოვრებელი კორპუსის N2 სადარბაზო
3 N83/85 საცხოვრებელი კორპუსის N2 სადარბაზო
4 N126/1 საცხოვრებელი კორპუსის N4 სადარბაზო
5 N97/4 საცხოვრებელი კორპუსის N4 სადარბაზო
6 N97/3 საცხოვრებელი კორპუსის N4 სადარბაზო
7 N126/2 საცხოვრებელი კორპუსის N5 სადარბაზო
8 N126/2 საცხოვრებელი კორპუსის N3 სადარბაზო
9 N54/1 საცხოვრებელი კორპუსის N2 სადარბაზო
10 N54/1 საცხოვრებელი კორპუსის N1 სადარბაზო
11 N9/13 საცხოვრებელი კორპუსის N1 სადარბაზო
12 N99/2 საცხოვრებელი კორპუსის N2 სადარბაზო
13 N63/66 საცხოვრებელი კორპუსის N1 სადარბაზო
14 N114/115 საცხოვრებელი კორპუსის N2 სადარბაზო
15 N103/106 საცხოვრებელი კორპუსის N2 სადარბაზო
16 N154 საცხოვრებელი კორპუსის N1 სადარბაზო
17 N88/90 საცხოვრებელი კორპუსის N1 სადარბაზო
18 N118/119 საცხოვრებელი კორპუსის N2 სადარბაზო
19 N70/73 საცხოვრებელი კორპუსის N1 სადარბაზო
20 N99/1 საცხოვრებელი კორპუსის N4 სადარბაზო
21 N99/1 საცხოვრებელი კორპუსის N3 სადარბაზო
22 N99/1 საცხოვრებელი კორპუსის N2 სადარბაზო

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან, (შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გაცემიდან) 30 დღის განმავლობაში გადაამზადოს ლიფტების მომსახურე პერსონალი და ტექნიკოსები (4-6 კაცი).
ლიფტებზე წარმობული სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს „ლიფტების უსაფრთხოების“ ტექნიკურ რეგლამენტს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისს მიღებულ №289 დადგენილებას.

სატენდერო თანხად 1 231 500 ლარი განისაზღვრა. წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY