ბოლნისში ინფრასტრუქტურული პროექტების 6 თვის ფაქტიური შესრულების ანგარიში მოისმინეს

0
76

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა საკრებულოს კომისიას 2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების 6 თვის ფაქტიური შესრულების ანგარიში წარუდგინა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომიისის წევრებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში განხორციელებლი პროექტების შესახებ.
2016 წელს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა 52 ობიექტზე საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით 5827393 ლარი. მათ შორის რეგიონალური პროექტების განვითარების ფონდის დაფინანსებით 2 209 492
შიდა გზები, სანიაღვრე სისტემებისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებით 2017 წელს დაგეგმილია 4251000 ლარის სამშენებლო ღირებულების 12 ობიექტი. მათ შორის რეგიონებში განსახრციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 5 გზისა და ორი სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
მიმდინარე წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით დაგეგმილია 186000 ლარის ღირებულების სამუშაოები: ე.წ. ,,ანდრეევკის” მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ახალი მინი სტადიონის მშენებლობა N6 ბაღის მიმდებარედ.

 

კომენტარები გამორთულია