დაკარგულ კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილს მეორე დღეა ეძებენ

0
395

დაკარგულ კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილს მეორე დღეა ეძებენ. ის გუშინ დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. წასვლამდე დუღაშვილმა ”ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვს.

“ახლა მივდივარ პოლიციაში დაკითხვაზე. ინტენსიურად ვეძებთ. ერთადერთი რაც გვაქვს ახლა ისაა, რომ მამაოები მოიკითხავენ სხვადასხვა მონასტერში, წინამძღვრებთან დარეკავენ იმის გასარკვევად, სადმე ხომ არ არის. ეჭვი გვაქვს რომ მონასტერშია, რადგან კომპიუტერში ძებნის მონაცემებში ვნახეთ, რომ მონასტრები აქვს დათვალიერებული. გუშინ თბილისის გარემოცვაში რაც კი მონასტერი იყო, ყველა მოვიარეთ, თბილისის ზღვაზე, მტკვრის სანაპიროზეც ჩავიდნენ მისი მეგობრები. მეთევზეები გამოკითხეს, ვინმე ხომ არ შეუმჩნევიათ, თუმცა მათ არაფერი უნახავთ.
ტელეფონიც არ აქვს, მისი მობილური სახლში აღმოვაჩინეთ შემთხვევით. ბოლოს, შეტყობინება მოგვწერა მე, თავის ყოფილ მეუღლეს და შვილებს. ძალიან ცუდი შინაარსის შეტყობინებები იყო, რამაც აგვაფორიაქა”,- განაცხადა ანა დუღაშვილმა.

ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ დარეკეთ ნომერზე: 5 99 542 544

კომენტარები გამორთულია