ოსკარის 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან

0
210

ამერიკის კინოაკადემიამ ეროვნულ კინოცენტრს მიმართა თხოვნით, შეირჩეს 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნულ კინოცენტრში კანდიდატი ფილმის შესარჩევად იწყება განაცხადების მიღება. ფილმების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 11 აგვისტო. შემოსული ფილმებიდან ერთს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისათვის გაიმართება აგვისტოში.

განიხილება ფილმები, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

o 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის ვადაში უწყვეტად უნდა იდგეს საქართველოს კინოთეატრში

o უნდა ჰქონდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი)

o მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში (ან მიწვეული უნდა იყოს ასეთზე და მონაწილეობა მიიღოს 2017 წლის 30 სექტემბრამდე)

o კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით

o შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;

პირობები

  • განაცხადშიფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს დამას აქვს უფლება და სურვილი წარმოადგინოს ფილმი განსახილველად.
  • განაცხადსმწარმოებელმა უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.
  • წარმოდგენილიფილმის ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ასევე კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებვარიანტს.
  • განაცხადსუნდა ერთვოდეს ფილმზე მომუშავე პირების სია (Credit List)ინგლისურ ენაზე, კინოცენტრის/კინოაკადემიის შემოთავაზებულფორმატში.
  • განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ასევე საყურადღებოა:

  • იმშემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე
  • იმ შემთხვევაში, თუ ფილმს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში, მაგრამ ფილმი მიწვეულია 30 სექტემბრამდე რომელიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ოფიციალური მოწვევის წერილი.

კომენტარები გამორთულია