პოლიციამ დაკარგული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვა

0
315

პოლიციამ დაკარგული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს. უწყების ინფორმაცით, დუღაშვილი ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება. შსს-ში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

დაკარგულ კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილს ორი დღე ეძებდნენ. ის გუშინ დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. წასვლამდე დუღაშვილმა ”ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვს.

კომენტარები გამორთულია