უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

0
1274

3 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 37 გრადუსი იქნება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის სამმართველოში აცხადებენ, დღეს და ხვალ, საღამოს და დღის მეორე ნახევარში, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა 26-30-მდე, სანაპირო რაიონებში კი 25-28 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების თქმით, შიდა ქართლში ტემპერატურა 31-35 გრადიუსი, კახეთში კი 36-38 იქნება.

თბილისში დღეს და ხვალ, ტემპერატურა 35-36 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება შავი ზღვის რაიონებს, სინოპტიკოსები ამბობებ, რომ მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY