რუსთაველი აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს

0
17822

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის გამოცდის შედეგები ცნობილია.

ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა ინფორმაცია რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი 90 ქულა. მიუხედავად ამისა, „ტელეგრაფი” შეეცადა მოეპოვებინა მონაცემები რუსთაველი აბიტურიენტების შედეგების შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსთავში უმაღლესი 90-90 ქულა 22-ე სკოლის კურსდამთავრებულმა სერგი ბეთხოშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართული გიმნაზიის კურსდამთავრებულმა სალომე ფოცხვერაშვილმა მიიღეს.

სერგი სან დიეგოს უნივერისტეტში ქიმია-ბიოქიმიის მიმართულებაზე აბარებს, ხოლო სალომე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.

სალომე „ტელეგრაფის” თანამშრომელია, ის ჩვენი ერთ-ერთი რუბრიკის „მეგზურის” თანაწამყვანია.

შესწორება: (02.08.2017/10:00) მასალის გამოქვეყნების შემდეგ „ტელეგრაფს” დაუკავშირდნენ და კიდევ ორი 90 ქულიანი აბიტურიენტის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ესენი არიან მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ქერელაშვილი და 28-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ბენაშვილი. ნიკა თავისუფალი უნივერსიტეტის მაქსის სკოლაში აბარებს, ხოლო გიორგი ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავში ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა მიიღო ინგლისურ ენაში 80-90-მდე ქულა.

P.S მონაცემები არ არის მოპოვებული ოფიციალური წყაროთი და შესაძლოა მსგავსი შედეგის მქონე აბიტურიენტი რუსთავში კიდევ იყოს. „ტელეგრაფი” მზად არის კვლავ დაუთმოს გვერდი წარმატებულ ახალგაზრდებს. თუ თვლით, რომ თქვენს გარშემო ასეთი ადამიანები არიან, შეგვატყობინეთ.

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 571083675

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY