ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ ხანძარია

0
835

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში ხანძარი გაჩნდა. 
თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი ეკლესიის ეზოში მდებარე ფარდულს გაუჩნდა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს მოედო. საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიის ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 
ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად 70 კვ.მ ფართობი დაიწვა. 

P.S ინფორმაცია ჩასწორდა დეტალების დაზუსტების შემდეგ.

 

NO COMMENTS